თეა წულუკიანი ანდრეს მამიკინსს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპის პარლამენტის დელეგაცია მიიღო.
წულუკიანი ევროპის პარლამენტის წევრ ანდრეს მამიკინსს შეხვდა. მინისტრის გარდა, შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ევროპის პარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებელ ანდრეს მამიკინსს იუსტიციის სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა შეხვედრაზე ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო, აგრეთვე რიგის სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს. ევროპის პარლამენტის დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და პარლამენტის წევრებს.
ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღესვე დასრულდება.