„პოზიციის“ ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისის ერთ-ერთ “ზებრა” გადასასვლელთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო ( ფოტო-ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისის ერთ-ერთ ე.წ. ზებრა გადასასვლელთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო და ამით მძღოლებს მოუწოდა, რომ გზა დაუთმონ ქვეითად მოსიარულეებს იქ, სადაც მათ გზის გადაკვეთისას პრიორიტეტი აქვთ მინიჭებული.

როგორც ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა დემეტრე ცხვიტავამ განაცხადა, თბილისში მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა მოძრაობის წესებს ხშირად არღვევს და განსაკუთრებით თვალშისაცემი ეს „ზებრა“ გადასასვლელებზე ხდება, სადაც ქვეითად მოსიარულეთა უფლებების ყოველდღიურ დარღვევას აქვს ადგილი.
„ჩვენი დღევანდელი აქციის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა, როგორც მძღოლების, ისე ქვეითად მოსიარულეთა თვითშეგნება, რათა უფრო უსაფრთხო გახდეს დედაქალაქში მოძრაობა და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები. დროა, თითოეულმა მძღოლმა გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია „ზებრა“ გადასასვლელზე მოძრაობის შენელება,“ – განაცხადა დემეტრე ცხვიტავამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთა ანალოგიური აქცია-პერფორმანსების მოწყობას ყოველთვიურად აპირებს. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი აქციები მძღოლებს დააფიქრებს და ხელს შეუწყობს დედაქალაქში მოძრაობის წესების დაცვასა და ქვეითად მოსიარულეთათვის უფრო უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას.

1

3

4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები