“ნახევარი მთავრობა ქუთაისის გზაზე იდგა, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება გზაში დააწიეს“
თინა ხიდაშელისთვის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. როგორც ხიდაშელმა „იმედის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის იყო კომუნიკაცია და პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ რაიმე კითხვები ჰქონდა.
„ ამას არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, რადგან ვიცოდი იმ კომუნიკაციის შესახებ, რომელიც პრეზიდენტსა და პრემიერს შორის იყო და მას არ უთქვამს პრემიერისთვის, რომ რაიმე კითხვები ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი იყო. რომ გითხრათ არ იყო მოულოდნელი-მეთქი, სასაცილო ტყუილი გამომივა, ნახევარი მთავრობა ქუთაისის გზაზე იდგა, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება გზაში დააწიეს“, – განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.