გიორგი მარგველაშვილი: ყველას აწყობს ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება
საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი მისი გადაწყვეტილებით ყველა მოგებული დარჩება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა „ტელეიმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, მან ამით ჯანმრთელ პოლიტიკურ პროცესს ხელი შეუწყო.
რამდენი ფსიქოანალიზიც არ უნდა ატარონ და მაკრიტიკონ, დარწმუნებული ვარ, ბოლოს ყველა გაიგებს, რომ დღევანდელი შემთხვევით პრეზიდენტს არაფერი არ მოუგია. პრეზიდენტი არ ცდილობს, ასე ვთქვათ, არცერთი მინისტრის გაყვანას. პრეზიდენტი ამით იცავს საკანონმდებლო ხელისუფლების და აღამასრულებელი ხელისუფლების უფლებასაც. შესაბამისად, ყველას აწყობს ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება. შეიძლება ცხელ გულზე ესე ითქვას, მაგრამ მერე ნელ-ნელა რომ დავმშვიდდებით, ნათლად გამოჩნდება ყველაფერი. მე ამით მივეცი შესაძლებლობა, ჯანმრთელ პოლიტიკურ პროცესს, რომლიდანაც ყველა იგებს.