გიორგი მარგველაშვილი: მე არ ვიცი, რომელიმე ვიზიტი მართლა გადაიდო?

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილებით მინისტრთა კაბინეტის წევრებს თავიანთი საქმინობის განხორციელებაში არანაირი ხელისშეშლა არ აქვთ. როგორც მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას აღნიშნა, მან არ იცის რომელიმე ვიზიტი ამ მიზეზით გადაიდო თუ არა.
„ის მინისტრები, ვინც არიან მინისტრები და ვინც იყვნენ მინისტრები, ამის თაობაზე ყველამ გააკეთა განცხადება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე კანცელარიის თანამშრომლებმა, ასევე ჩვენც მიგვაჩნია, რომ ისინი არიან მინისტრები და ასრულებენ მინისტრების ფუნქციას. მეტიც, მე არ ვიცი, რომელიმე ვიზიტი მართლა გადაიდო? და თუ ისინი მინისტრები არიან და დაუმტკიცებელი მინისტრებიც თურმე მინისტრები ყოფილან, რა სირთულეს წარმოადგენს?
მე მესმის ხანდახან ადამიანს გინდა დააბრალო ის, რაც იცი, რომ სიმართლე არ არის. მინისტრებს არანაირი ხელისშეშლა არ აქვთ თავიანთი საქმიანობის განხორცილებაში. რა საჭიროა იმის მოგონება, რომ თურმე რიგის სამიტის წინ რაღაც პრობლემა მოხდა. მე სწორედ ეს არ მინდა, როდესაც დაძაბულობა ადის რაღაცა პიკამდე და არ გვეძლევა შესაძლებლობა, წყნარი, მშვიდი გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები