გიორგი მარგველაშვილი: არ ვიცი, როგორი მინისტრი იქნება თინა ხიდაშელი
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მან არ იცის, თუ როგორი მინისტრი იქნება თინა ხიდაშელი. როგორც გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას აღნიშნა, არ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან უწყებეში ასე ხშირად იცვლებოდნენ მინისტრები.
“არ ვიცი როგორი მინისტრი იქნება თინა ხიდაშელი. მე ვიმუშავებ ნებისმიერ მთავრობასთან, ეს არის ჩემი ვალდებულება. მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს და არ დავიწყებ დახასიათებას. ჩემი დღევანდელი განცხადების შინაარსი იყო ის, რომ არ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან უწყებაში ასე სწრაფად იცვლებოდნენ მინისტრები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.