აზერბაიჯანული მედია – სააკაშვილმა უკრაინის ვიცე-პრემიერობაზე უარი განაცხადა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანია ANS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მას საკმაოდ მაღალი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ ის თავის მომავალს საქართველოს უკავშირებს და ამიტომ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა.
„მე უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შემომთავაზეს. ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა მეთქვა. თუმცა ეს არ გავაკეთე. მჯერა, რომ საქართველოს, ჩემს ხალხს დიდი მომავალი აქვს და მე ამ მომავალს მასთან ერთად ავაშენებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმღვანელის პოსტს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები