მსოფლიო ბანკი საქართველოს მუნიციპალიტეტებს ფინანსური გაძლიერების მექანიზმების შემუშავებაში დაეხმარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი მსოფლიო ბანკის კონსულტანტს ურბანული განვითარების მიმართულებით, იზაბელა ბარატის შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანი საქართველოს რეგიონების, ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ შესაძლებლობებზე მსჯელობა გახლდათ, რომლის შეთავაზებაც მსოფლიო ბანკს ქვეყნის ხელისუფლებისთვის შეუძლია.
მხარეებმა ისაუბრეს დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერების მექანიზმებზე. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მხარდაჭერას აღმოუჩენენ საქართველოს რეგიონებს განვითარების ინსტრუმენტების შემუშავებაში. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს იმედი, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობა რეგიონული განვითარების მიმართულებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები