ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში სამუშაო შეხვედრა გაიმართება
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ადენაუერის ფონდის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართება – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 15. 00 საათზე გაიმართება – თემაზე „სტრატეგიული დიალოგი: ნატოს შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესის განვითარება“.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართება „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში.