ამერიკული ვებგვერდის Business Insider-ის ყველაზე აბსურდულ ნაგებობებში „საქართველოს ბანკის“ ცენტრალური შენობა მოხვდა

ამერიკულმა ვებგვერდმა Business Insider-მა საბჭოთა ეპოქის 12 აბსურდული ნაგებობის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მოხვდა „საქართველოს ბანკის“ ცენტრალური ფილიალის შენობა, ასევე ვოლგოგრადში აღმართული მონუმენტი „დედა – სამშობლო“.
როგორც ვებგვერდი აღნიშნავს, ვოლგოგრადის ფიგურა, რომელიც სიმაღლეში 85 მეტრს აღწევს, ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკებაზე ორჯერ მაღალია. რაც შეეხება „საქართველოს ბანკის“ შენობას, როგორც გამოცემა წერს, ის ისე გამოიყურება, თითქოს ფოტოშოპით მისი რედაქტირება მოხდა. Business Insider-ს არ მოჰყავს პარამეტრები, რომლის მიხედვითაც ეს ნაგებობები შეარჩია, თუმცა სიის ავტორი რამდენჯერმე იყენებს სიტყვებს: „უცნაური“ და „უშნო“.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ სკანდალი მოჰყვა „სი-ენ-ენზე“ გასულ სიუჟეტს, რომლითაც მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძეგლების სიაში „ბრესტის გმირების ციხესიმაგრე“ იყო შეყვანილი. ამან საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია, საბოლოოდ „სი-ენ-ენმა“ სიუჟეტი მოხსნა და ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები