აფხაზეთში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით, 2 ქართველი დააკავეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადეული გელა კვირკველია და 1990 წელს დაბადებული ნუკრი კვირკველია დააკავეს. ისინი გალის მაცხოვრებლები იყვნენ.
აფხაზური საინფორმაციო სააგენტო “ნაშა აფხაზიას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა 12 იანვარს სოფელ ოტობაიაში სამი ადამიანი მოკლეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა კი მათ ბინაში უკანონო იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. იმ შემთხვევაში, თუ მათი ბრალი დადასტურდება, დაკავებულებს 13- დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.