კონსტანტინე კუბლაშვილი: ჩემი შემცვლელი ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს
„ჩემი შემცვლელი ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს“, – აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა 23 თებერვალს ეწურება. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე კეთილსინდისიერი და პროფესიონალი უნდა იყოს.
„ახალი თავმჯდომარე სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს. კონკრეტულ კანდიდატებზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება იმ პროცესს, რომელიც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილს შეეძლო გადაწყვეტილება ყოველგვარი კონკურსების გარეშე მიეღო“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.