სოფლის მეურნეობის სამინისტრო აუდიტის სამსახურს პასუხობს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გენერალური აუდიტორის მოადგილეს გიორგი ჯანჯღავას აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულ შენიშვნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “აუდიტის ანგარიშში გამოთქმულ შენიშვნებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია არაერთხელ გავრცელდა მედიასაშუალებებით. ამასთანავე, 2014 წლის 24 სექტემბერს საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილეს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას სამინისტროდან გაეგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც დეტალურად იქნა განმარტებული ანგარიშში აღნიშნულ შენიშვნებთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია და მოსაზრებები”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწყების მიერ შეძენილი ავტომობილების საჭიროებას ვერ ასაბუთებს. როგორც სამინისტროს აპარატის ფინანსური საქმიანობის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, შესყიდვის არცერთ დოკუმენტში არ მოიპოვება მოხსენებითი ბარათი, რომლითაც რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მიერ იქნება დასაბუთებული, კონკრეტული ავტომობილის შეძენის საჭიროება, მათი რაოდენობა, ტექნიკური მახასიათებლები და მიწოდების ვადები. საუბარი სამინისტროს მიერ 2013 წელს განხორციელებულ შესყიდვებზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები