სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობას დროებით თეიმურაზ ბარკალაია შეასრულებს

სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად თეიმურაზ ბარკალაია დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე გახმაურდა.
თეიმურაზ ბარკალაია საკრებულოს სხდომაზე სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა. საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობის თანხმობის შედეგად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად თეიმურაზ ბარკალაია დაინიშნა. საკრებულოს დეპუტატებს სხდომაზე თემურ ბარკალაიას მუშაობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ითქვა, რომ იგი ბოლო პერიოდამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. მუშაობდა ასევე თბილისის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში და სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები სადაზღვევო კომპანიებში. თეიმურაზ ბარკალაიამ ამ თანამდებობაზე შალვა ბრაჭული შეცვალა. შეგახსენებთ, რომ შალვა ბრაჭულმა თანამდებობა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს  დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები