გიორგი მღებრიშვილი – სასჯელაღსრულების სისტემაში 100-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს

სასჯელაღსრულების სისტემაში საერთო ჯამში 100-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში საბოლოო ჯამში, 11 ათასი პატიმარია.
მისივე ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმრები მუდმივი სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან, რათა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, უვადო პატიმრობამისჯილთა მოთხოვნები სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს სცდება.
„უვადო პატიმრების მოთხოვნები ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს სრულად ცდება და ამიტომ უძლურები ვართ, მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმრებს შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები