„ირაკლი ვაჭარაძე გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის ბრძანებებს ასრულებს“
„ლგბტ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ირაკლი ვაჭარაძეს „ნაციონალური მოძრაობა“, კერძოდ კი გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი აკონტროლებენ“, – აღნიშნული განცხადება „თავისუფალი თაობის“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
სადღობელაშვილის განცხადებით, ირაკლი ვაჭარაძე არის რუპორი ბოკერიას ხელში და ცდილობს მისი მეშვეობით რაიმენაირად შებღალოს ჩვენი ეკლესია.
„ გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი ამარაგებენ ვაჭარაძეს საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ ინფორმაციებით, მოძღვრავს და უბრძანებს მას, რომ მან შეუტიოს ეკლესიას და პატრიარქს. ირაკლი ვაჭარაძე არის გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ერთ-ერთი პროტეჟეა. ეს პატარა ბიჭი არის რუპორი ბოკერიას ხელში და ცდილობს მისი მეშვეობით რაიმენაირად შებღალოს ჩვენი ეკლესია. მინდა ვუთხრა ვაჭარაძეს და ბოკერიას, ის დიდი რაოდენობა მოსახლეობისა რომელიც უარყოფითად არის განწყობილი ვაჭარაძის მიმართ, არ შემოუტრიალდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალმა თაობამ“ დღეს იდენტობის ოფისთან დაანონსებული აქცია საპატრიარქოს მოწოდების გამო გადადო.