გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში მორიგი სხდომა მიმდინარეობს

  გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. ამ დროის მონაცემებით უკვე გახსნილია 7 კილომეტრიანი მონაკვეთი გუდაურიდან ჯვრის უღელტეხილამდე. რაც შეეხება საავტომობილო გზას ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე, კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა და მის გაწმენდას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მას შემდეგ დაიწყებს, როცა შესაბამისი სამსახურები ზვავებს ხელოვნურად ჩამოშლიან.
სხდომას გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები