10 – 11 იანვრის ამინდის პროგნოზი

 დღეს და ხვალ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს აქ ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.
ასევე, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა: დაბლობში +1,+6 გრადუსი სითბო; მთაში -3 გრადუსი ყინვა, +2 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში -8,-3 გრადუსი ყინვა.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან მცირე თოვლი და ნისლი, გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე ზვავასაშიშროებაა. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა ბარში -2 გრადუსი ყინვა, +3 გრადუსი სითბო; მთაში -7,-2; მაღალ მთაში -12,-7 გრადუსი ყინვა.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაუბერავს სუსტი ქარი . ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.
ხვალ დასავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა, მთაში კი თოვლს ელოდებიან.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +4,+9 გრადუსი სითბო; მთაში -2 გრადუსი ყინვა, +3 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში -6,-1 გრადუსი ყინვა.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი. დაუბერავს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: ბარში +2,+7 გრადუსი სითბო; მთაში -3 გრადუსი ყინვა, +2 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში -8,-3 გრადუსი ყინვა.
რაც შეეხება თბილისს, აქ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები