ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
შტურმის შედეგად, ვინსენსის გარეუბანში ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
შეიარაღებული მამაკაცი, სავარაუდოდ, ამედი კულიბელი, ქაშერულ მაღაზიაში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა და ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანა. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი კავშირშია „შარლი ებდოს“ რედაქციაზე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილებთან. თავდამსხმელი ძმები კუაშების გათავისუფლებას ითხოვდა.
ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი ერთდროულად დაიწყო.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ძმები შერიფ და საიდ კუაშები პოლიციელების მიერ ლიკვიდირებული არიან.