დავით სუჯაშვილი ფრანგ კოლეგას ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალურ დირექტორს, ბერნარ ბაჟოლეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. წერილში დაზვერვის სამსახურის უფროსი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერაქტის გამო, გმობს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ ძალადობას და ფრანგ კოლეგას მხარდაჭერას უცხადებს ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.