სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა ყაზბეგში მედიკამენტები და პროდუქტი ჩაიტანეს

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი გადაუდებელი სამედიცინო მედიკამენტებითა და პროდუქტით დატვირთული ყაზბეგში ჩაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სტეფანწმინდაში მოქმედი საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, საჭირო მედიკამენტი გადაეცა სოფელ სიონში მცხოვრები კიდევ ერთი მცირეწლოვანის, ცოტნე ფანჯიაშვილის ოჯახს.
ამ წუთისთვის ყაზბეგში დარჩენილი მოქალაქეები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით თბილისში გადმოყავთ.
გუდაურის საგანგებო შტაბში თათბირს მართავს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, სადაც დიდთოვლობასთან დაკავშირებით ყაზბეგში არსებული მდგომარეობა განიხილება. თათბირს მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები