ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ოჯახებს ესტუმრა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ოჯახებს ესტუმრა. ალასანიამ მათ დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა.
ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.
“შობის მოახლოება მივულოცე თავდაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაკავებულები არიან აბსოლუტურად ტყუილად, პოლიტიკური ნიშნით. ძალიან ვწუხვარ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში ისევ ისეთი სიტუაციაა, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ციხეში სვამენ. ამაზე პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ დევნაზე ჩვენი ქვეყნის მთავარ პროკურორს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე იზეიმებს და მათ მოუწევთ პასუხისგება ამ საშინელი დანაშაულისთვის, როდესაც უდანაშაულო ადამიანს შენ სვამ ციხეში პოლიტიკური მოტივაციით”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები