კოტე კუბლაშვილი: ხარვეზები არ მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ სასამართლო სრულიად თავისუფალია
არის ხარვეზები, რომელიც არ მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ სასამართლო სრულიად თავისუფალია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობის მაღალ საფეხურზე დგას. „ვფიქრობ, სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობის მაღალ საფეხურზე დგას. ამას ყველა აღიარებს, თუმცა არის ხარვეზები, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი. მე მთლიანად ვეთანხმები ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი და თუკი ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, შეუძლია მიმართოს მას“, – განაცხადა კუბლაშვილმა.