სასულიერო პირის და სხვა ქართველთა ადგილსამყოფელი, რომლებიც ალმოდებულ გემზე იყვნენ, უცნობია

ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორან “ნორმან ატლანტიკიდან” გადარჩენილი მგზავრები სამი მიმართულებით: იტალიაში, საბერძნეთში და ალბანეთში გადაჰყავთ.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე უცნობია აღნიშნული სამი ქვეყნიდან რომელ ქვეყანაში გადაიყვანეს გემზე მყოფი 8 ქართველიდან უკვე სამშვიდობოს გაყვანილი საქართველოს 5 მოქალაქე.
როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, ამ 5 პირის ვინაობა საგარეო უწყებისთვის ცნობილია, ასევე ცნობილია სასულიერო პირის ვინაობაც. დანარჩენი ორი პირის მონაცემები დგინდება.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროზე, იტალიურ ბორან “ნორმან ატლანტიკს” ცეცხლი გუშინ საბერძნეთის სანაპიროსთან გაუჩნდა. ბორანზე 478 მგზავრი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები