ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული დაკავების დეტალებს იხსენებს

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ალექსანდრე შიუკაშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს. მისი განცხადებით, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. შიუკაშვილის ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში სარდაფში ჰყავდათ და მასთან ერთად კიდევ 3 ქართველი იმყოფებოდა, ამჟამად კი 2 მათგანიღა რჩება, რომელთა გათავისუფლებაც უახლოეს დღეებში იგეგმებოდა.
„მე და ჩემი 11 წლის შვილი ვიყავით გასულები, ტყის ნაპირას ვაგროვებდით ფიჩხს, როდესაც შეიარაღებული რუსი სამხედროები გამოჩნდნენ, ჩემს შვილს არაფერი უთხრეს და სახლში გამოუშვეს, მე კი მითხრეს, რომ საზღვარი დავარღვიე და ამ მიზეზით მაპატიმრებდნენ. არადა ჩვენ სოფელში ვიყავით. პირიქით, თვითონ გადმოვიდნენ ჩვენს მხარეს. ციხეში მხოლოდ ერთხელ შემოჰქონდათ საჭმელი, ლობიო, სუპი, კარტოფილი და ასეთი კერძები”, – აცხადებს ალექსანდრე შიუკაშვილი.
შიუკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ე.წ. ჯარიმა მათ არ გადაუხდიათ, შესაბამისად, მათთვის  უცნობია, რის საფუძველზე მოხდა ალექსანდრე შიუკაშვილის გათავისუფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები