რუსეთს და ცხინვალის რეგიონს საერთო სპეცსამსახური ეყოლება

რუსული მედია რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ახალი შეთანხმების პროექტს აქვეყნებს.
ტექსტის თანახმად, რომელიც “ვედომოსტიში” დაიბეჭდა, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ინტეგრაცია იგეგმება.
შეთანხმების თანახმად, რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არმია და ძალოვანი სტუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები გაერთაინდებიან. მოსკოვი იღებს ვალდებულებას კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებაზე. ასევე რუსეთი იქნება პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც.
შეთანხმების თანახმად, ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საბაჟო კონტროლი გაუქმდება, რის შედეგადაც ხალხის გადაადგილება და ტვირთის მოძრაობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბორის ჩოჩიევის ცნობით, შეთანხმების ტექსტმა ხელმოწერამდე შესაძლოა, გარკვეული ცვლილება განიცადოს.
მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის 2015 წლის დასაწყისში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები