რას ითვალისწინებს 2015 წელს დაგეგმილი მოსკოვ-ცხინვალის შეთანხმება
რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არმია და ძალოვანი სტუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები გაერთიანდებიან. რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ახალი შეთანხმების პროექტს რუსული მედია აქვეყნებს.
შეთანხმების ტექსტი “ვედომოსტიში” დაიბეჭდა. პროექტი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის 2015 წლის დასაწყისში იგეგმება. მოსკოვი იღებს ვალდებულებას კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებაზე. ასევე რუსეთი იქნება პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც.
შეთანხმების თანახმად, ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საბაჟო კონტროლი გაუქმდება, რის შედეგადაც ხალხის გადაადგილება და ტვირთის მოძრაობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.