დიმიტრი შამბა: რუსეთთან მეკავშირეობის შეთანხმება აფხაზეთის სუვერენიტეტს გააძლიერებს
მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება იქნება დე ფაქტო აფხაზეთის სუვერენიტეტის განმტკიცების, განვითარების და მისი ეკონომიკური და სოციალური დამოუკიდებლობის საფუძველი. ამის შესახებ დე ფაქტო „პრეზიდენტის“ წარმომადგენელმა პარლამენტში დიმიტრი შამბამ დოკუმენტის რატიფიცირების დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცედურის შედეგად 28 „დეპუტატი“ მომხრე, 23 კი წინააღმდეგი აღმოჩნდა.
„ეს შეთანხმება საბაზისო ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებში აფხაზეთის 8 უწყებამ 15 შეთანხმება უნდა დაამუშაოს. ისინი შეთანხმებაში მოყვანილ პუნქტებს განავრცობენ და დააკონკრეტებენ“, – აღნიშნა შამბამ.