შეთანხმება რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაეროს უშიშროების საბჭოში არ უნდა განიხილებოდეს – ილიჩევი

რუსეთის ფედერაციის და დე ფაქტო აფხაზეთს შორის მეკავშირეობის შეთანხმების გაფორმების საკითხი არ შეიძლება გაეროს უშიშროების საბჭოში განსახილველად შევიდეს. ამის შესახებ გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა პეტრე ილიჩევმა განაცხადა. „ეს დოკუმენტი ჯდება ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან გაფორმებული სხვა უამრავი ორმხრივი შეთანხმების ჩარჩოებში და ამიტომ ეს საკითხი უშიშროების საბჭოში არ უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა ილიცევმა. მანამდე გაეროში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მიშელ საისონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმების თაობაზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 დეკემბერს აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ დოკუმენტის რატიფიცირება მოხდა. შეგახსენებთ, რომ ახალი შეთანხმება რუსეთთან მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 24 ნოემბერს სოჭში გაფორმდა. დოკუმენტი დე ფაქტო აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების გამყარების განმტკიცებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ ერთ-ერთი მხარის მიმართ რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან აგრესია განხორციელდება, მაშინ ეს განიხილება ასევე, როგორც აგრესია შეთანხმების მეორე მხარის მიმართ. ხელშეკრულება ასევე რუსეთის ფედერაციის და დე ფაქტო აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას და საქართველო-დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები