დე ფაქტო აფხაზეთის „პარლამენტმა“ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

 

  დე ფაქტო აფხაზეთის „პარლამენტმა“ რუსეთთან გაფორმებული მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს მხარი 23-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა, წინააღმდეგი „პარლამენტის“ 5 წევრი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი შეთანხმება რუსეთთან მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 24 ნოემბერს სოჭში გაფორმდა.
დოკუმენტი დე ფაქტო აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების გამყარების განმტკიცებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ ერთ-ერთი მხარის მიმართ რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან აგრესია განხორციელდება, მაშინ ეს განიხილება, ასევე როგორც აგრესია შეთანხმების მეორე მხარის მიმართ. ხელშეკრულება ასევე რუსეთის ფედერაციის და დე ფაქტო აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას და საქართველო-დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები