სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გალში 8 ქართველის დაკავებას პროვოკაციას უწოდებს

  სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია გალში 8 ქართველის დაკავებას პროვოკაციას უწოდებს.
გოგოხიას განცხადებით, ეთნიკურად ქართველები, რომლებიც 1992-1993 წლებში აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არც ცხოვრობენ და ვერც იცხოვრებდნენ.
გოგოხია აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია საეჭვოა იმიტომაც, რომ არ დასახელდა დე ფაქტო „სამართალდამცავების“ მიერ დაკავებულების გვარები.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს გალში 8 ქართველი დააკავეს, რომლების 1992-1993 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები