რუსული მედია: დე ფაქტო აფხაზეთში 8 ქართველი დააკავეს (ვიდეო)
დე ფაქტო აფხაზეთში საქართველოს 8 მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც, „ნუჟნაია გაზეტას“ თქმით, „1992-1993 წლებში აფხაზეთის ხალხის წინააღმდეგ სამამულო ომის პერიოდში ქართულ საოკუპაციო მთავრობასთან თანამშრომლობდნენ“.
„ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, გალის რაიონის „ძალოვანმა სტრუქტურებმა ოპერატიულ-საძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს“.
სააგენტოს ცნობით, „აღნიშნული პირები ომის შემდეგ გალის რაიონის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ოპერატიული სამუშაოს შედეგად მოპოვებულია ინფორმაცია 1992-1993 წლებში აფხაზეთის ხალხის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებთან მათი კავშირის შესახებ. არსებული ინფორმაციით, დღემდე რაიონში ყოფნით ისინი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს და დავერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებს ხელს უწყობდნენ. ერთ-ერთი დაკავებული გალის რაიონის სოფელ მახუნჯრას მოსახლე ომარ აბშილავაა. მან აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა“, – ნათქვამია „ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციაში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=QB7s74Bl47I” width=”560″ height=”315″]