პუტინი: თბილისმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგი უნდა აღადგინოს

„თბილისმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი კონტაქტი და პოლიტიკური დიალოგი უნდა აღადგინოს“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  მოსკოვში ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინის თქმითვე, „რუსეთი მზადაა, დიალოგის აღდგენას ხელი შეუწყოს. „აუცილებელია ამ ადამიანებთან შეთანხმება და ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს“, – განაცხადა პუტინმა. გარდა ამისა, მისივე განმარტებით, დე ფაქტო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პოლიტიკური დიალოგი რუსეთმაც უნდა დაამყაროს. „ყველამ იცის, რომ 1919 წელს ძალიან მძიმე მოვლენები ხდებოდა, როდესაც რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ განაცხადა, აფხაზეთმა კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის სურვილი გამოთქვა. მაგრამ ყველაფერი იგივე იყო, იგივე სადამსჯელო ოპერაცია და საბრძოლო მოქმედებები. ეს ხომ არ არის დავიწყებული, ეს ხომ არ მოგვიგონია. ჩვენ ყოველთვის ყველა ცოდვას გვაბრალებენ, ამბობენ, რომ ჩვენ პროვოცირებას ვახდენთ. არაფრის პროვოცირებას არ ვახდენთ. ასე გამოვიდა, ამ ხალხთან შეთანხმების მიღწევაა საჭირო და ჩვენ მზად ვართ, ამას ხელი შეუწყოთ“, – განაცხადა პუტინმა.

10859848_886960048010901_1560640026_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები