„ვარაუდი, თითქოს გერმანიას კონსერვატიული მიდგომა აქვს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გამართლებული არ არის“

  ვარაუდი, თითქოს გერმანიას კონსერვატიული მიდგომა აქვს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გამართლებული არ არის – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის მთავრობა უპირობოდ ემხრობა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას.
„უელსის სამიტის შემდეგ პროცესი წინ წავიდა. ის არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველომ მიიღო, სწორედ გერმანიამ წამოწია, სწორედ გერმანია იყო ამის ინიციატორი, ვფიქრობ, პოლიტიკურად ყველაფერი ლოგიკურად მიდის, ვერ ვგრძნობ, რომ ეს არის კონსერვატიული პროცესი“,- განაცხადა შტაინმაიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები