გიორგი მარგველაშვილმა და ტოივო კლაარმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე იმსჯელეს

  საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და ტოივო კლაარმა შეხვედრისას საქართველოში ევროკავშირის მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, კერძოდ, მხარეებმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულებაზე იმსჯელეს.
შეხვედრა გამოსამშვიდობებელი ხასიათისა იყო და გიორგი მარგველაშვილმა ტოივო კლაარს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები