პარლამენტი 2015 წლის ბიუჯეტს პარასკევს მიიღებს
პარლმენტი 2015 წლის ბიუჯეტს, რომელიც 9 მილიარდ 500 ათასზე მეტი ლარით განისაზღვრა, პარასკევს მიიღებს. საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის მესამედ კორექტირებულ ვარიანტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს. ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებად ჯანდაცვის, განათლების და ინფრასტრუქტურის სფერო განისაზღვრა.
„თავისუფალი დემოკრატები” და „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი წლის ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებენ.
„ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ეკონომიკური გუნდი, რომელიც გაუმკლავდება იმ პრობლემებს, რომელიც სახეზეა. 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, რადგან ოპოზიციაში ვართ“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
მმართველი გუნდში კი ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტს პრობლემები არ შეექმნება.