პაატა ზაქარეიშვილი: საკადრო ცვლილებები ნებისმიერ ქვეყანაში ხდება
ეს ბუნებრივი პროცესია, როცა ამა თუ იმ ფორმით ხან მინისტრი, ხან ესა თუ ის თანამდებობის პირი იცვლება – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქვეყანაში საკადრო ცვლილებებს.
მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები ნორმალურია, ვიდრე ის, რომ არავინ არასდროს იცვლებოდეს.
„ეს ბუნებრივი პროცესია, როცა ამა თუ იმ ფორმით ხან მინისტრი, ხან ესა თუ ის თანამდებობის პირი იცვლებიან. ეს არაერთხელ მომხდარა. ეს უფრო ნორმალურია, ვიდრე ის, რომ არავინ არასდროს იცვლება. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ის საკითხია, რომელიც ჩემს კომპეტენციას სცილდება. ვთვლი, რომ ვარ რა გუნდისა და მთავრობის წევრი, ვხედავ, როგორი პოზიცია გააჩნია პრემიერს სხვადასხვა საკითხის დროს. მეც ვმონაწილეობ ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებულ რეალობასა და გამოწვევებს შეესაბამება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.