გია ვოლსკი საკადრო ცვლილებებს ცალკეული პირების მიმართ არსებულ მითქმა-მოთქმას უკავშირებს

  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა, ზვიად ჯანყარაშვილმა და ეკონომიკური საბჭოს ყოფილმა მდივანმა, რომან ჩხენკელმა პოსტები იმის გამო დატოვეს, რომ მნიშვნელოვანი პროცესების განვითრებას ხელი არ შეუშალონ.
გია ვოლსკი, პარტია “ქართულ ოცნებასა” და სამთავრობო სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებს ცალკეული პირების მიმართ არსებულ მითქმა-მოთქმას უკავშირებს.
„ჯანყარაშვილისა და ჩხენკელის პოზიციას მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რომ მთავრობაში არის რაღაც ჯგუფი, ეს იმის ნათესავია, ეს იმის მეგობარია, ესენი ძმები არიან და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მათი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე იყო დამოკიდებული, რომ სკანდალური და პიარული თემებით, მნიშვნელოვანი პროცესების განვითრებას ხელი არ შეუშალონ, რაც გამოწვეულია თუნდაც მათი ნათესაური კავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რომან ჩხენკელმა და ზვიად ჯანყარაშილმა პოსტები გასულ კვირას დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები