თამარ ბურუჩაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 9 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
როგორც კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს, პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს და თურქ კოლეგას შეხვდება.
ასევე თამარ ბერუჩაშვილი იმ არარეზიდენტ ელჩებსაც შეხვდება, რომლებიც საქართველოს თურქეთიდან ფარავენ.
მინისტრის ვიზიტი 10 დეკემბერს, ქალაქ ყარსში გაგრძელდება, სადაც სამმხრივი მინისტერიალი (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) გაიმართება. მინისტერიალზე რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები, ასევე სამომავლო გეგმები განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები