ოფიციალური თბილისი შტაინმაიერის ვიზიტს საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერად აფასებს

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტს საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერად და სოლიდარობის გამოხატულებად აფასებს.
როგორც კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გერმანიასთან, როგორც ნატოს და ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანასთან, ჩვენი დიალოგი არის მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, შტაინმაიერის ვიზიტისას საუბრის თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და სხვა აქტუალური საკითხები.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი 8-9 დეკემბერს შედგება. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები