ანგელა მერკელი: რუსეთი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას პრობლემებს უქმნის

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთი ერევა პოსტსაბჭოთა ქვეყნების: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შიდა საქმეებში, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. აღნიშნული განცხადება მან გაზეთ Welt –თან ინტერვიუში გააკეთა.
“მოლდოვა, საქართველო და უკრაინა – ეს ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში სამი ქვეყანაა, რომლებმაც მიიღეს სუვერენული გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისთვის მოეწერათ ხელი. რუსეთი სამივე ქვეყანას პრობლემებს უქმნის”, – აღნიშნა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები