“ხელისუფლებაში გადაადგილებებს განვიხილავთ, როგორც ეფექტურობის გაუმჯობესების მცდელობას”
“ქართულ ოცნებასა” და მთავრობაში ბოლო დროს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა. ბერძენიშვილი პროცესს ხელისუფლების მუშაობის გაუმჯობესების მცდელობად აფასებს. “ჩვენს პარტნიორ პარტიაში, “ქართულ ოცნებაში” თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაადგილებებს განვიხილავთ, როგორც ეფექტურობის გაუმჯობესების მცდელობას. რაც შეეხება ბატონ ჯანყარაშვილს, მე ვერ მოვასწარი მისი გაცნობა, ის ძალიან მცირე ხნით იყო აღამასრულებელი მდივანი ჩვენი პარტნიორი პარტიის, თუმცა ეს ყველაფერი ამ პარტიის შიდა საკითხებია”, – განაცხადა ბერძენიშვილმა