მინდია ჯანელიძე: არ დავმალავ, გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა

 

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე შეირაღებულ ძალებში არსებულ კვების ხარისხზე საუბრობს. როგორც ჯანელიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ მხრივ ძალოვან უწყებაში ახლაც პრობლემებია, თუმცა მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სიტუაციის გამოსასწორებლად.
„კვების ხარისხი და კვებითი მომსახურება იყო დაბალ დონეზე შეიარაღებულ ძალებში. ამ მხრივ გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. 50-ზე მეტ სასადილოში, სადაც ჯარი იკვებება, ის ელემენტარული პირობები, რომელიც საჭიროა ძალიან მარტივი ჰიგიენური ნორმების დასაცავად, არ არის. ჩვენ ეს პრობლემა ორ ნაწილად გავყავით – ერთი, რაც გასაკეთებელია დაუყოვნებლივ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო შემთხვევები კვებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე ნაწილი უკავშირდება საშუალოვადიან პერსპექტივას, რათა ის სასადილოები, რომელშიც ჯარი იკვებება, მოვიდეს სრულ წესრიგში და სტანდარტებში, რათა ჩვენს ჯარისკაცებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები