მინდია ჯანელიძე ჯეიმს აპატურაისთან გამართულ შეხვედრას აფასებს




    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან გამართული შეხვედის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ჯანელიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა“ არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის პროცესი იყო.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ჯეიმს აპატურაისთან. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო „არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც უელსის სამიტზე საქართველოს გადმოეცა. ჩვენ ვისაუბრეთ საგზაო რუკაზე, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ. იანვარში ჩამოვა შეფასების მისია, რომელიც კიდევ უფრო წინ წაწევს იმპლემენტაციის გეგმაზე მუშაობის პოროცესს. ჩვენ ყველა ინიციატივის მიმართ გაგვაჩნია საწყისი გეგმები, თუმცა ამას სჭირდება დამატებითი კონსულტაციები ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან, სჭირდება დამატებითი განხილვები და მე იმედი მაქვს, რომ თებერვალში, როდესაც იქნება თავდაცვის მინისტერიალი ნატოში, ეს საკითხი საბოლოოდ შეთანხმდება და გადაწყდება, ვგულისხმობ იმპლემენტაციის გეგმას.
რაც შეეხება არსებითი პაკეტის ცალკეულ ინიციატივებს – ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს და ნატოს სპეციალური ჯგუფს, რომელიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ამ საკითხებზე მიმდინარეობს კონსულტაციები და ამას საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს“, – განაცხდა მინდია ჯანელიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები