თავდაცვის მინისტრის ხედვები – მინდია ჯანელიძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის განვითარების გეგმაზე და სტრატეგიაზე ისაუბრა. როგორც ჯანელიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, თავდაცვის პოლიტიკის მთავარი მიმართულება შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ზრდა იქნება. მისივე თქმით, მას როგორც ახალ მინისტრს, აქვს მომავლისკენ სვლის სრული ხედვა.
„ჩვენი კურსი ორიენტირებული იქნება და დაეფუძნება იმ კურსს, რაც მთავრობას გააჩნია. ეს არის ევროპული ინტეგრაციის კურსი, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსი. გარდა ამისა, ჩვენ შიდა პრობლემატიკასთან დაკავშირებით მუშაობას ვაგრძელებთ, იმ პრობლემების აღმოფხვრის და მოგვარების მიზნით, რაც დღეს შეიარაღებულ ძალებს გააჩნია და რაც ჯარს აწუხებს. მე ვგულისხმობ მთელ რიგ ღონისძიებებს, რაც უკავშირდება თავდაცვის რესურსების ხარჯვის ოპტიმიზაციას, ამ რესურსების უფრო ეფექტუირად გამოყენების, რაც უკავშირდება თითოეული დანაყოფის ეფექტურობის ამაღლებას. ჩვენ გვაქვს სრული ხედვა მომავლისკენ სვლის.
არტილერია ისევე როგორც სხვა მიმართულებები თავდაცვის შესაძლებლობების იქნება პროორიტეტული და ზოგადად, შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ზრდა იქნება მთავარი მიმართულება ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის. მიგვაჩნია, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩვენი ძალისხმევით განვითარების ახალ ეტაპზე უნდა ავიყვანოთ“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.