საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ყარსში გაიმართება
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ყარსში გაიმართება.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მინისტრები შეხვედრის ფარგლებში შეხედულებებს გაცვლიან რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრების მეოთხე სამმხრივი შეხვედრა 10 დეკემბერს გაიმართება.
სამმხრივ შეხვედრამდე, 9 დეკემბერს, თამარ ბერუჩაშვილი თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება.
„საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, სადაც ორმხრივი და რეგიონალური საკითხების დეტალური შეფასება ხორციელდება, საერთო ინტერესის საფუძველზე ყველა სფეროში ერთიანი გაგების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ეხმარება რეგიონული სტაბილურობის და უსაფრთხოების გაძლიერებას”, -ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.