„დღევანდელ მთავრობაში ყველაზე სუსტი რგოლი განათლების მინისტრია“

  უფლებადაცველმა სოფო ხორგუანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მთავრობაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
ხორგუანის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ. მისი თქმით, იმ ადამიანებმა ვინც ხელისუფლებაში არიან უნდა გაიაზრონ რომ თანამდებობა რომელსაც იკავებენ არ არის მემკვიდრეობით მიღებული და მუდმივი, მათი საქმიანობის მიხედვით შეფასდება მათი თანამდებობაზე ყოფნის შესაძლებლობა.
ხორგუანმა კომენტარი დავით დარახველიძის საჯარო სტრუქტურაში დაბრუნების შესახებაც გააკეთა. მთავრობის ყველაზე სუსტ რგოლად კი განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე მიიჩნია და მისი შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„დღეს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ხიდი ჩატეხილია. ჩვენ ამ ხიდის აღდგენა უნდა მოვახერხოთ. მე პირადად მოველი განათლების მინისტრის შეცვლას. მიმაჩნია რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ეს ყველაზე სუსტი რგოლია. ის დოკუმენტი რაც განათლების სამინისტრომ წამროადგინა და დაარქვეს სტარტეგია, რეალურად ეს არც სტრატეგიაა და არც კონცეფცია. რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს, მას გადახალისება არ აწყენდა. ამაში ცუდი არაფერია, მთავარია კურსი არ იცვლება. ჩვენი ფინანსური სისტემა მიბმული არის საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს მათ აქვთ თავიანთი სტანდარტები და ჩვენ ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში ვმუშაობთ. არის თუ არა დღეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პრობლემა უნდა თქვას ფინანსთა მინისტრმა, თუ ხარჯვითი ნაწილი არ შესრულდა და ვერ შესრულდა ხადურის დაპირება მაშინ მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მინისტრის მიერ კონკრეტულ სიტყვებზე დამყარებული ნათქვამი უნდა იყოს უტყუარი და არ უნდა იყოს ეს ვარაუდი.
რაც შეეხება დავით დარახველიძის საჯარო უწყებაში დაბრუნებას და მის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანიშვნას, არ არის ტრაგედია ერთი საჯარო უწყების ყოფილი თანამშრომლის მეორე უწყებაში დასაქმება. ამიტომაც მნიშვნელოვანია საჯაროობა როდესაც ხდება მოხელის გათავისუფლება ჩვენ უნდა ვიცოდეთ რატომ გათავისუფლეს. როდესაც დავით დარახველიძე იყო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ის ჯეროვნად თავის ფუნქციებს ვერ ასრულებდა“- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები