„გიორგი ქადაგიძის საქმიანობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს“
„ყოფილი ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების ერთ-ერთი რგოლი იყო გიორგი ქადაგიძე, ამიტომ მე ვფიქრობ რომ მისი საქმიანობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს,-“ აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უფლებადაცველმა სოფო ხორგუანმა გააკეთა.
ხორგუანის თქმით, ეროვნულ ბანკში ადეიშვილის მიერ წარგზავნილი გიორგი ქადაგიძე იმ ძალადობის ნაწილი იყო რასაც წინა ხელისუფლება ბიზნესმენებისმიმართ ახორციელებდა.
„ ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე წლების განმავლობაში იყო ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელი სწორედ იმ პერიოდში როდესაც ფაქტიურად სახელმწიფო აკონტროლებდა ყველა ფინანსურ მოძრაობას ქვეყანაში. მაშინ ხდებოდა ისეთი უკანონობა მაგალითად როგორიც იყო ბანკის მფლობელების შეცვლა ძალადობრივი მეთოდით. ამაში მონაწილეობდა ეროვნული ბანკი. მე ვფიქრობ რომ მისი საქმიანობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, იმიტომ რომ ის იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მანამდე კი იქ იყო ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელი. მე ვიყავი სახალხო დამცველის მოადგილე და მაქვს ინფორმაცია თუ რა ზეწოლა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს ბიზნესმენებზე. ამ ძალადობრივ სისტემაში ერთ-ერთი რგოლი გიორგი ქადაგიძე იყო. ის ამ სისტემაში ზურაბ ადეიშვილის მიერ წარგზავნილი იყო. რაც შეეხება მის განცხადებას, რომელიც ლარის კურსთან მიმარტებაში გააკეთა, ეს განცხადება მას ერთი კვირის წინ მანამდე უნდა გაეკეთებინა სანამ ასეთი განწყობა დაისადგურებდა ხალხში“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა.