„შესაძლოა მომავალი წლიდან მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდეს“

  პარტია ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერმა მანანა ნაჭყებია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს გამოეხმაურა.
ნაჭყებიას განცხადებით, ცვლილებს არა ირაკლი ღარიბაშვილი არამედ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, რისი მიზეზიც ნაჭყებიას განცხადებით სავარაუდოდ მთავრობაში არსებული კორუფციული სქემები გახდა.
„ არ შეიძლება ერთი დღე იძახო რომ შენ გყავს ყველაზე საუკეთესო მთავრობა და მეორე დღეს ხელი დახვიო მასში ადამიანებს და მოხსნა ისე რომ საზოგადოებას არც კი განუმარტო. რეალურად დღეს ამ ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. ეს ცვლილებები კი უხერხულობას უქმნის ირაკლი ღარიბაშვილს. არ გამოვრიცხავ რომ ცოტა მოგვიანებით ივანიშვილმა ღარიბაშვილიც შეცვალოს. შესაძლოა მომავალი წლიდან ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის დონეზე იყოს “- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები