სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალი მდივანი თანამშრომლებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა

   სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალი მდივანი მუშაობას უკვე შეუდგა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინფორმაციით, დავით სუჯაშვილი დღეს დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. საბჭოს მდივანმა თანამშრომლებს სამომავლო გეგმებიც გააცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი დაინიშნა.
დავით სუჯაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. 11/1999 -11/2012 წწ. – მუშაობდა საგარეო დაზვერვის სამსახურში. 11/2012 – 12/2013 წწ. – იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. 12/2013 წ. – მუშაობა განაგრძო საქართველოს დაზვერვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები